პრეზიდენტი ზურაბიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის საპატიო ლეგიონერის ორდენით დაჯილდოვებას ულოცავს.
"კეთილი იყოს თქენი მობრძანება საპატიო ლეგიონის ორდენოსანთა რიგებში", - წერს Twitter-ზე ზურაბიშვილი ფრანგულად, - "თქვენი წვლილი დემოკრატიის, ასევე საფრანგეთ-საქართველოს შორის კავშირების განვითარებაში, თქვენი მეცენატობა და თბილისის ფრანგული სკოლის დაარსება სათანადოდ იქნა აღიარებული".
საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ბრძანებით, მილიარდელი ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენით 31 დეკემბერს დაჯიდლოვდა. ჯილდოს საფრანგეთის მთავრობა უმაღლესი სამხედრო და სამოქალაქო მიღწევებისთვის გასცემს.
საფრანგეთის მთავრობამ წელს ჯილდო ძირითადად პანდემიასთან ბრძოლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გასცა. ივანიშვილს ჯიდლო, სავარაუდოდ, 2020 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებისთვის გადაეცა, როდესაც მისმა ოჯახმა კორონავირუსის საწინააღმდეგო სახელმწიფო ფონდში 100 მილიონი ლარი გადარიცხა.
ლეგიონის ორდენით სხვადასხვა დროს საფრანგეთის მთავრობამ დააჯილდოვა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, აზერბაიჯანის პირველი ლედი მერჰიბან ალიევა, რუმინეთის დიქტატორი ნიკოლაე ჩაუშესკუ, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი, როჰინჯა მუსლიმების წინააღმდეგ გენოციდის დროს არასაკმარის მოქმედებაში მხილებულ აუნ სან სუ ჩი და სხვა ოდიოზური საერთაშორისო პოლიტიკური ლიდერები.